07:15 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 21:43:49, 673 ნახვა

პოლიტიკა
ნარმანია "პანორამა თბილისზე" - რომელი მერი იქნებოდა წინააღმდეგი ასეთი პროექტის განხორციელების

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში "პანორამა თბილისის" პროექტზე სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით ისაუბრა. 

ის პასუხისმგებლობას პროექტის ავტორებთან ერთად იღებს.

„რასაკვირველია, მეც ავიღე ამ პროექტზე პასუხისმგებლობა. ვხელმძღვანელობ იმ უწყებას, რომელმაც ერთ-ერთი თანხმობა გასცა ამ პროექტთან დაკავშირებით. ჯამში კარგად მახსოვს 180-მდე ხის მოჭრაზე იყო საუბარი „პანორამა თბილისის” პროექტთან დაკავშირებით, მაში როცა ინვესტორმა ამავდროულად ვალდებულება აიღო, ათეულობით ათასი ხის დარგვასთან დაკავშირებით. მიმდებარე ტერიტორიაზე იმ სეზონზევე დაიწყეს დარგვის პროცესი. შესაბამისად, ეს პროექტი ეკოლოგიური თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს, ისევე როგორც პროექტი არ წარმოადგენს პრობლემას გეგმარებითი თვალსაზრისით. ეს არის შეფენილი პროექტი, ქედის იქით მხარეს არის ძირითადი ნაწილი. ქალაქის ვიზუალთან და მის ასე ვთქვათ, დამახინჯებასთან დაკავშირებით, როგორც ამაზე არაერთი ადამიანი აკეთებს აქცენტს, ასეთ რამესთან ადგილი არ გვექნება“, - აღნიშნა ნარმანიამ.

მისი თქმით, "რომელი მერი იქნებოდა წინააღმდეგი ასეთი პროექტის განხორციელების?"

„მსოფლიოს მაგალითებიც რომ ვნახოთ, ან სხვა ქალაქების მერებს ვკითხოთ, რომელი მერი იქნებოდა წინააღმდეგი ასეთი პროექტის განხორციელების?“ - განაცხადა ნარმანიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics