|
2016-05-06 11:24:10, 617 ნახვა
პოლიტიკა
მაიკლ კარპენტერი: აგრესიულ რუსეთთან დაპირისპირებაში აშშ ნატოს არაწევრ პარტნიორებსაც დაეხმარება
მიხარია, რომ მოკავშირეებმა მონტენეგრო ალიანსში მიიწვიეს. ახალი წევრის ნატოში მიწვევა იმის საუკეთესო დასტურია, რომ ალიანსის კარი ღიაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უცვლელია ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან. ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ვიზიარებთ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციაში გამოხატულ პოზიციას, რომ საქართელო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. ეს პოზიცია ნატოს ჩიკაგოსა და უელსის სამიტების დროსაც დადასტურდა. ამგვარად, აღნიშნულ საკითხისადმი ჩვენი დამოკიდებულება უცვლელია. გაგვაჩნია, ყველა ქმედითი საშუალება - მათ შორის, ყოველწლიური სამოქმედო პროგრამა - რათა საქართველოს ალიანსთან დაახლოებაში დავეხმაროთ. მიხარია, რომ მოკავშირეებმა მონტენეგრო ალიანსში მიიწვიეს. ახალი წევრის ნატოში მიწვევა იმის საუკეთესო დასტურია, რომ ალიანსის კარი ღიაა”, - განაცხადა კარპენტერმა. თავდაცვის მდივნის მოადგილე ინტერვიუში რუსეთის აგრესიაზეც საუბრობს. მისი თქმით, შეერთებული შტატები რეგიონში ნატოს არაწევრ პარტნიორებსაც დაეხმარება, რათა აგრესიულ რუსეთთან დაპირისპირებაში მათი სუსტი მხარეები მაქსიმალურად აღმოიფხვრას. „ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინაში, ალიანსი აიძულა, კიდევ ერთხელ საფუძვლიანად გადაეხედა, თუ რამდენად უსაფრთხოა საკუთრივ ალიანსის მდგომარეობა. უკრაინაში [რუსეთის] აგრესიის შემდეგ, ნამდვილად საჭირო გახდა, ალიანსმა შემაკავებელი და თავდაცვითი საშუალებები გააძლიეროს. უკრაინის მოვლენები საერთაშორისო წესრიგის საფუძვლების მოშლას ნიშნავს. ესაა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის იმ პრინციპების ხელყოფა, რასაც ჩვენ, დასავლეთის საზოგადოება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელშეუვალ პრინციპებად მივიჩნევთ. დიახ, ალიანსი ახალ ვითარებასა და საფრთხეებთან ადაპტაციას ახდენს. შევნიშნავ, რომ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც გასული წლის დეკემბერში მიიღეს, ნატოსა და შეერთებულ შტატებს რუსეთის საფრთხეებად ასახელებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ ფულს ვხარჯავთ შემაკავებელი და თავდაცვითი საშუალებების გაძლიერებაში. ნატომ მზადყოფნის სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ევროპელი მოკავშირეებისათვის შეკავებისა და თავდაცვის პროგრამების დაფინანსებას აოთხმაგებს და 3.4 მილიარდ დოლარამდე გაზრდის. ეს თანხა სხვადასხვა ამოცანებს მოხმარდება, მათ შორის, საროტაციო ძალების გაძლირებასა და უფრო მეტი თანამედროვე საბრძოლო აღჭურვილობის განთავსებას ევროპაში, განსაკუთრებით, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგზე. თანხა დაიხარჯება უფრო მეტ ტრენინგსა და სამხედრო წვრთნებში, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა კრიზისულ ვითარებაში სწრაფად იმოქმედონ. შეერთებული შტატები რეგიონში ნატოს არაწევრ პარტნიორებსაც დაეხმარება, რათა აგრესიულ რუსეთთან დაპირისპირებაში მათი სუსტი მხარეები მაქსიმალურად აღმოიფხვრას. ეს დიდი პროგრამაა და ბევრ მიმართულებას მოიცავს, მაგრამ დიახ, ალიანსიცა და შეერთებული შტატებიც თვალს უსწორებენ ახალ გამოწვევებს.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)