|
2016-05-05 18:10:56, 680 ნახვა
პოლიტიკა
მაკა ასათიანმა მაესტროს 25%-იანი წილი ნიდერლანდებში დარეგისტრირებულ თავისივე კომპანიას გადაუფორმა
მაკა ასათიანმა ტელეკომპანია „მაესტროში“ თავისი 25%-იანი წილი ნიდერლანდებში დარეგისტრირებულ კომპანიაზე ”მედია ფინანს გრუპს” გადააფორმა. როგორც მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ განუმარტა, წილი კომპანია „მედია ფინანს გრუპზე“ გადაფორმდა, რომლის 100%-ის მფლობელი თავად მაკა ასათიანია. მისივე თქმით, ასათიანს ტელეკომპანია ”მაესტროში” საკუთარი წილი არ გაუყიდია. ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ წილის გადაფორმება არ უკავშირდება „მაესტროს“ გარშემო ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს. მისივე თქმით, წილის გაყიდვასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შპს ”სტუდია მაესტროს” წილების მფლობელები შემდეგნაირად ნაწილდება - 15%- მამუკა ღლონტი, 5% - ეკატერინე აკობია, 55%- გიორგი გაჩეჩილაძე და 25% - ”მედია ფინანს გრუპ ბი.ვი”, ნიდერლანდები.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)