07:07 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 16:02:06, 667 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: გერმანული მოდელის სახეცვლილება შესაძლებელია

საარჩევნო სისტემის რეფორმას ჩვენ -  „თავისუფალი დემოკრატების“ 2009 წელსაც ვუჭერდით მხარს, - ასე გამოეხმაურა ირაკლი ალასანიას თანაგუნდელი ირაკლი ჩიქოვანი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხს.

ჩიქოვანის თქმით, ეს იყო გერმანული მოდელი რომელიც მათ ხელისუფლებას შესთავაზეს.

„საარჩევნო სისტემის რეფორმას ჩვენ - „თავისუფალი დემოკრატები“ მხარს ვუჭერდით 2009 წელს. გერმანული მოდელი იყო ჩვენი მხრიდან ერთ-ერთი შეთავაზება რომ რეალურად, ადეკვატურად და სამართლინად შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა. არსებული საკონსტიტუციო ჩარჩოს ფარგლებში გერმანული მოდელის სახეცვლილება შესაძლებელია, ვინაიდან ეს არის ორგანული კანონი“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საპარალამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხვდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics