|
2016-05-05 15:52:31, 937 ნახვა
სამართალი
კოჟორიძე: პარტიების განცხადებებმა უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან დაკავშირებით გაუგებრობები გამოიწვია
ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების გუშინდელმა განცხადებებმა გაუგებრობები გამოიწვია, არა მხოლოდ საოზგადოებაში, მათ შორის უზენაესი სასამართლო კანდიდატებში. კოჟორიძის თქმით, კანდიდატები გამოვიდნენ ინიციატივით რომ შეხვედროდნენ პრეზიდენტს. მათ პრეზიდენტთან ჰქონდათ კონკრეტული კითხვები. „პრეზიდენტმა მათ აღუთქვა, რომ არანაირი კულუარული შეთანხმება ამ საკითხზე არ ყოფილა და არც მომავალში იქნება. შესაბამისად, პროცესში ცვლილებები არ შევა“, - აღნიშნა კოჟორიძემ. პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლო კანდიდატები დღეს ბრიფინგს გამართავენ და ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ. „დღეს გამართულ ბრიფინგზე ისინი დააფიქისირებენ ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციას, რაც აქვს ერთი მხრივ უზენაეს სასამართლოს და მეორე მხრივ გამოთქვამენ წუხილს რომელიც ამ პროცესთან დაკავშირებით არსებობს“, - განაცხადა კოჟორიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)