|
2016-05-05 15:16:31, 429 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ევროკავშირმა რუსეთთან მიერთებაზე, ცხინვალის რეგიონში გაცხადებული შესაძლო რეფერენდუმი დაგმო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის დადგენილებას-„ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ მოჰყვა მხარდამჭერი განცხადებები როგორც ევროკავშირის მხრიდან, ასევე სხვა ქვეყნების წევრების მხრიდანაც. მისივე თქმით, ევროკავშირის დელეგაციამ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება. „ასევე უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშ და აიღოს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება“,- განაცხადა ჯანელიძემ. ამასთან, მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, ევროკავშირი გმობს ცხინვალის რეგიონში გაცხადებულ შესაძლო რეფერენდუმს რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე. „აღინიშნა, რომ თუ რეფერენდუმი ჩატარდება ეს იქნება საერთაშორისო სამართლის დარღვევა.ევროკავშირი ასევე გმობს ოკუპირებულ რეგიონებთან გაფორმებულ იგივე ინტეგრაციის ხელშეკურლებებს“,- აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ და დასძინა, რომ ამ განცხადებას რამდენიმე ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის, ნორვეგია, უკრაინა, ალბანეთი, ანდორა, მოლდოვა, თურქეთი და სხვა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)