|
2016-05-05 12:38:38, 680 ნახვა
პოლიტიკა
„ვუპირისპირდები დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემას“ - გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
გიორგი ვაშაძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და პარტიის ლიდერებს გიგა ბოკერიას, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს, გოკა გაბშვილს და დავით ბაქრაძეს უპირისპირდება. მისი თქმით, ის უპირისპირდება დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემას. როგორც გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი ახალი მოძრაობის შექმნას გეგმავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ ამომრჩველები ელოდებოდნენ ინოვაციებს, ახალი ტიპის იდეებს და ინიციატივებს, მაგრამ ეს არ განხორციელდა. ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი, ღია ორგანიზმისა, ჩვენ მივიღეთ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც, მისი ბუნებიდან გამომდინარე, თავად არის მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს“, - განაცხადა ვაშაძემ. მისვე თქმით, კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები - გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე. "მე უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში, ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილების მიღების ახალი მექანიზმებით. მივმართავ ჩვენს მხარდამჭერებს, საზოგადოებას ვისთან ერთადაც ვიბრძოდით ძლიერი, წარმატებული ქვეყნის მშენებლობითვის, დროა გავერთიანდეთ და დავიწყოთ რეალური ბრძოლა ახალი საქართველოსთვის!”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)