|
2016-05-04 15:29:14, 549 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი გერმანელ ჟურნალისტებს შეხვდა
შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში სტუმრად მყოფ გერმანელ ჟურნალისტებს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო-გერმანიის მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრეს, მათ შორის, ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა პრესტურის მონაწილეებს ბერლინსა და გერმანიის ფედერალურ მიწებზე თავისი პირველი სამუშაო ვიზიტის შედეგები გააცნო. გიორგი მღებრიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, „დანაშაულს უნდა დავუპირისპიროთ ერთობლივი პრინციპული პოზიცია. ჩემმა გერმანელმა კოლეგებმა იციან, რომ ჩვენი მხრიდან მათ ჰყავთ ოპერატიული, საიმედო პარტნიორები, რომლებიც უმოკლეს ვადაში, ნებისმიერ დროს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან. ინფორმაცია კი მთავარი იარაღია კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში.“ გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებულ იმპლემენტაციაზე, ასევე, შსს-სა და ევროპოლს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა და გერმანელ ჟურნალისტებს ევროკავშირის ქვეყნებში შსს-ს პოლიციის ატაშეების საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 15 ქვეყანასთან საქართველოს უკვე დადებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. შს მინისტრმა გერმანული მედიის წარმომადგენლებს სამინისტროში ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო, როგორიცაა ანალიზზე დაფუძნებული პოლიცია, დნმ-ის მონაცემთა ბაზების შექმნა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის რეფორმა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა. გერმანელმა ჟურნალისტებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებებს, მათ შორის, მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების კუთხით.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)