06:53 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 11:08:07, 664 ნახვა

პოლიტიკა
29 ჰექტარის გაყიდვასთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობა“ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. ოპოზიცია საკრებულოში თბილისის მერის მისვლას და ღია სხდომის ჩატარებასაც გეგმავს.

როგორც თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი აბესაძემ განაცხადა, პროტესტი არ შენელდება და სამართლებრივი ბრძოლის პარალელურად აქციებიც გაგრძელდება.

“ბიძინა ივანიშვილმა მიითვისა 29 ჰექტარი, სადაც ხეები გაიჩეხა. ასეულობით ათასი ლარი დაიხარჯა. ჩვენ ვხედავთ „თანაინვესტორების ფონდის“ განცხადებას, რაც საზოგადოების დაცინვაა. სადაც გვეუბნებიან, რომ თურმე იგეგმება ველობილიკების და ოჯახების საპიკნიკე ადგილების მოწყობა.

პროტესტი ნამდვილად არ შეწყდება, ჩვენ შევიტანთ საჩივარს პროკურატურაში და ასევე სარჩელს სასამართლოში. ასევე იქნება სამოქალაქო აქციები. ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება შეთანხმებული პოზიცია ყველა მხარესთან“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics