18:55 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 18:51:11, 604 ნახვა

საზოგადოება
„ეს ტერიტორია არასდროს ყოფილა ბოტანიკური ბაღის საკუთრება“, - თბილისის მერია ჩატარებულ აუქციონთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

დღეს, 17:00 საათზე დასრულდა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი.

როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული  აუქციონზე გამოტანილი იყო ოქროყანის ტერიტორიაზე (ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია) არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

„აუქციონის პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი  6 233 000 ლარს შეადგენდა. აუქციონში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა მიიღო.  გაყიდული ქონების ფასმა  6 326 495 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36  თვის ვადაში, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვის ვადაში, განახორციელოს 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის განაშენიანების ფართი უნდა იყოს არაუმეტეს 20000 კვ.მ. აუქციონში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ტერიტორია არასდროს ყოფილა ბოტანიკური ბაღის საკუთრება“,- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics