|
2016-05-03 15:31:46, 845 ნახვა
ეკონომიკა
"ყაზმუნაი გაზის" და CRFC Energy Company-ს ერთობლივი საწარმო
კომპანია „ყაზმუნაიგაზის“ (KMG) და ჩინური კომპანია CEFC Energy Company Limited-ის ( CEFC) შორის, 29 აპრილს რამდენიმე სატრანზაქციო დოკუმენტი გაფორმდა, რომელიც ერთობლივი საწარმოს დაარსებას ითვალისწინებს. KMG-ის და CEFC-ის წილები ახალ ერთობლივ საწარმოში 49% და 51%-ს შეადგენს. ხელშეკრულების ფარგლებში, CEFC გეგმავს ინვესტიციები განახორციელოს ევროპისა და აბრეშუმის გზაზე მდებარე ქვეყნებში. KMGI Group როგორც ფონდი მოწოდებულია განახორციელოს ყაზახეთის ნავთობისა და გაზის ეროვნული ოპერატორის NC KMG-ისა და ჩინური კომპანია CEFC-ის ერთობლივი პროექტი სახელწოდებით „აბრეშუმის გზის პროექტი“. ყაზახეთიდან, ჩინეთიდან და რუმინეთიდან მოწვეული ექსპერტების ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა დაიწყო მნიშვნელოვანი წინასწარი სამუშაოები - მათ შორის, აღსანიშნაივია, 2015 წლის 14 დეკემბერს ყაზახეთის და ჩინეთის პრემიერ-მინისტრების თანდასწრებით გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი და მიმდინარე წლის 29 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმება, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის ძირითადი პირობები განსაზღვრეს. „ასეთ ძლიერ ინვესტორთან თანამშრომლობით ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ დიდი გარღვევა ამ მიმართულებით და KMGI გამოვიყენოთ როგორც ერთობლივი პლატფორმა ბიზნესის განვითარებისთვის“. - განაცხადა NC KMG-ს ხელძღვანელმა საუარ მინბაიევმა. CEFC-ის აღმასრულებელი დირექტორი ზანგ ჯიანჯუნი განმარტავს, რომ CEFC და KMG-ს თანამშრომლობა ეფუძნება სტრატეგიული განვითარების მიზანს, რაც KMGI-ის ორივე მხარისთვის ერთობლივ პლატფორმად აქცევს რესურსებზე წვდომის მოსაპოვებლად და სტრატეგიული ინვესტიციის განსახორციელებლად. “ეს განვითარება სრულად შეესაბამება „ერთი სარტყელი ერთი გზის“ და „Nurly Zhol“-ის პრინციპებს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება ორმხრივად მომგებიანი თანაშრომლობა ვაწარმოოთ გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობის საწარმოებლად“. ჩვენ ვგეგმავთ KMGI-ის მმართველობა პარიტეტულ საფუძველზე განვახორციელოთ. ტრანზაქცია საჭიროებს სხვადასხვა პირობების დაკმაყოფილებას, მათ შორის, საბოლოო დადასტურებას სხვადასხვა ევროპული, ჩინური და სხვა მარეგულირებელი ხელისუფლების მხრიდან. კომპანიები ვარაუდობენ, რომ ტრანზაქცია 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება. CEFC არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად მზარდი კერძო კომპანია ჩინეთში. 2014 წელს კომპანიამ 349-ე ადგილი დაიკავა Global Fortune 500-ის რეიტინგში. CEFC თავის საქმიანობას ახორციელებს ენერგეტიკის, ფინანსურ და საინვესტიციო მრეწველობაში. KMG International (ყოფილი Rompetrol Group NV) KMG-მ 2007 წელს შეიძინა. კომპანია ფლობს ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუმინეთში, ასევე, ბენზინ გასამართი სადგურების ქსელს ევროპის კავშირის ქვეყნებში. 2015 წლის 30 დეკემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის ბრძანების თანახმად, KMGI ჩართულ იქნა საპრივატიზაციო კომპანიების სიაში.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)