|
2016-05-03 15:07:46, 700 ნახვა
საზოგადოება
"თოლიას" მარკეტინგის მენეჯერი: ვერ დავადგინეთ, საიდან მოხვდა ნემსი ნაყინში
ნაყინის მწარმოებელი კომპანია "თოლიას" მარკეტინგის მენეჯერი აცხადებს, რომ ერთი თვის წინ, ზუგდიდში, ნაყინში ნემსის აღმოჩენის ფაქტი კომპანიამ გამოიკვლია. როგორც სანდრო ლომთათიძემ განაცხადა, მოკვლევის შედეგად, კომპანია კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ნაყინში საკერავი ნემსი ქარხნიდან ვერ აღმოჩნდებოდა და ეს ფაქტი "შავ პიარს" გავს. თუმცა, მარკეტინგის მენეჯერი ვერ აკონკრეტებს, საიდან შეიძლება აღმოჩენილიყო ნემსი ნაყინში. მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენელი იმ მომხმარებელს ესაუბრა, რომელმაც ნემსი აღმოაჩინა. "100%-ით დავრწმუნდით იმაში, რომ შეუძლებელია, ნემსი, ნაყინში ქარხნიდან მოხვედრილიყო. ჩვენ გამოვითხოვეთ ნაყინის ის პარტია, გამოვიკვლიეთ და როგორც უკვე გითხარით, ეს ქარხანაში არ მოხდებოდა. ასევე, ვესაუბრეთ მომხმარებელს, რომელმაც ნაყინში ნემსი აღმოაჩინა, ყველაფერი გამოვკითხეთ. ვერ დავადგინეთ, საიდან მოხვდა ნემსი ნაყინში, მომხმარებელი ამბობს, ვიპოვეო და ხელს ხომ არ დავადებ, არასწორს ამბობს ან რაღაც. თუმცა ამის მტკიცებულება არ მაქვს. ძალიან საეჭვოა, ეს ძალიან ჰგავს შავ პიარს. რატომ მაინცდამაინც ნემსი? ეს ხომ საშიშია. რადგან ვამბობთ, რომ ნემსის მოხვედრა შეუძლებელია ქარხნიდან, "პახოდუ" ნემსი შემთხვევით ვერ აღმოჩნდებოდა, თავისთავად, ვიღაცამ ჩადო ხომ? ეს ყველაფერი ბოროტ ხუმრობას გავს. საჩივარი სასამართლოში ნამდვილად არ შეგვიტანია, ამის მეტი რა შეგვიძლია გავაკეთოთ? მომხმარებელი ამბობს გავხსენი და ვიპოვეო. რა უნდა ქარხანაში ნემსს? მილი მყარ ნივთს ფიზიკურად ვერ გაატარებდა. მომხმარებელს ჩვენს მიმართ პრეტენზიები აღარ აქვს", - აცხადებს სანდრო ლომთათიძე. მომხმარებელი ვინაობის გამხელისა და კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. შეგანხსენებთ, რომ 10 აპრილს, ზუგდიდში, ერთ-ერთ მაღაზიაში მომხმარებელმა "თოლიას" ნაყინი შეიძინა, სადაც საკერავი ნემსი აღმოაჩინა. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)