|
2016-05-03 10:58:16, 606 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით შექმნილი ფილმი ლოს ანჯელესის საერთაშორისო კონოფესტივალზეა წარდგენილი
„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმატება გრძელდება. ამჯერად, ახალგაზრდა რეჟისორის, გიორგი წილოსანის ფილმი „მზადება" ლოს ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალზეა წარდგენილი. ფილმი, რომლის პროდიუსერები ლაშა ხალვაში და სულიკო წულუკიძე არიან, ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს. „მზადება" პატარა სოფელში მცხოვრები ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ერთ საღამოს ბებია ავად ხდება, ექიმის დიაგნოზი კი ოჯახში დაძაბულობას ამძაფრებს... გიორგი წილოსანის „მზადება" იმ 6 მოკლემეტრაჟიან ფილმებს შორის ერთ-ერთია, რომლებიც თიბისი ბანკის თანადაფინანასებით შეიქმნა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ქვეყანაში კონემატოგრაფიის განვითარების მიზნით სახელმწიფო სუბსიდიასთან ერთად კინოწარმოებაში კერძო ბიზნესი ჩაერთო. ფილმის პრემიერია 2015 წლის ივლისში ეროვნული კინოცენტრისა და თიბისი ბანკის მხარდაჭრით შედგა და მას შემდეგ არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ჯილდო მოიპოვა. (მთავარი პრიზი ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ჟიურის სპეციალური პრიზი ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე BIAFF). ლოს ანჯელესის ყოველწლიური საერთაშორისო კინოფესტივალი, სადაც წელს ქართული ფილმია წარდგენილი, საერთაშორისო დოკუმენტურ, მხატვრულ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს აერთიანებს. ფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1995 წლიდან იმართება და მას ყოველწლიურად 90 000-ზე მეტი კინომოყვარული ესწრება. ფესტივალი წელს პირველ ივნისს დაიწყება და ის 9 ივნისამდე გაგრძელდება.
(R)
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)