|
2016-05-01 10:28:09, 909 ნახვა
სამხედრო
ქართველი სამშვიდობოების კიდევ ერთი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა
ქართველი სამშვიდობოების კიდევ ერთი ნაკადი სამშობლოში დაბრუნდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის 133 სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში 7 თვის განმავლობაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში წარმატებით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. დღეს ისინი უკვე ოჯახებს დაუბრუნდნენ. სამხედროებს აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და II ქვეითი ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე დახვდნენ. „დღეს, 22-ე ბატალიონის 133 მეომარი მშვიდობიანად დაბრუნდა ავღანეთიდან. ვულოცავ მათ და მათ ოჯახებს. ასევე ვულოცავ მთელს თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცების მშვიდობიანად დაბრუნებას და მისიის წარმატებით შესრულებას“, - განაცხადა დავით ებრალიძემ. II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედროებმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ფარვანის პროვინციაში შეასრულეს. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. რამდენიმე კვირაში 22-ე ბატალიონის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან. გენშტაბის მეთაურის, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძის ვიზიტი ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფებს გენერალური შტაბის მეთაური, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარიძე და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე ესტუმრნენ. დელეგაციის წევრები, ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელის, პოლკოვნიკ ალექსანდრე კიკნაძესთან ერთად მაზარი შარიფში, ბაზა "მარმალსა" და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქვედანაყოფების პირად შემადგენლობას შეხვდნენ, სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მათ საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის. ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ჩრდილოეთის მიმართულების სარდალს, ბრიგადის გენერალ ჰარტმუტ რენკს შეხვდა. შეხვედრაზე გერმანელმა გენერალმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმს. მოგვიანებით კი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ბაგრამის ბაზის მეთაურს, ამერიკელ ორვარსკვლავიან გენერალს, ჯეფრი ბანისტერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კოალიციურ სამშვიდობო ძალებში ქართული ქვედანაყოფების.
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)