|
2015-02-23 09:57:07, 809 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფოთა ლიდერებმა კიევში არაფორმალური ერთობლივი შეხვედრა გამართეს
საქართველოს პრეზიდენტმა სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, „ღირსების მარშის“ დასრულების შემდეგ არაფორმალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა საუბრისას უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს. პეტრო პოროშენკომ კოლეგებს მინსკის მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმებები და მას შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გააცნო. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნებისათვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მნიშვნელობაზე გაამახვილა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს რეგიონების ანექსიისაკენ მიმართული ქმედება, კერძოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის "მოკავშირეობისა და თანამშრომლობის“ ე.წ. შეთანხმებების მიუღებლობა. სახელმწიფოს მეთაურმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ევროპელ ლიდერებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)