|
2016-04-29 11:37:29, 479 ნახვა
პოლიტიკა
IRI -ს კვლევის თანახმად, 20% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 19% - „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 13% „თავისუფალ დემოკრატებს
საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების ანალიზის ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 19% - „ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 13 „თავისუფალ დემოკრატებს“. კერძოდ კითხვაზე, მომდევნო კვირას რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული რესპონდენტების 20% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 19% კი - „ნაციონალურ მოძრაობას“. 13% მხარს - „თავისუფალ დემოკრატებს“ დაუჭერდა, 8% -„ლეიბორისტულ პარტიას“, 4% - „პატრიოტთა ალიანსს“, 3% - „გაერთიანებული დემოკრატიულ მოძრაობას“, 15% კი არც ერთს. ამასთან, გამოკითხულთა 31 % არასოდეს მისცემდა ხმას „ქართულ ოცენებას“, 25% - „ერთიან ნაციონალურ მოძროაბას“, 10% - „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“, 8% - „მწვანეთა პარტიას“, 5% - „პატრიოტთა ალიანსს“, 5% - „ლეიბორისტულ პარტიას“, 3% - „სოციალ დემოკრატებს“, 3% - „თავისუფალ საქართველოს“, 2% -2 % კი „თავისუფალ დემოკრატებსა“ და „ახალ მემარჯვენეებს“. გამოკითხვა 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარდა, საქართველოს ყველა დანარჩენ რეგიონში. სულ 1 500 რესპონდენტი გამოიკითხა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)