|
2015-02-23 09:55:17, 512 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი კიევში ლატვიის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა კიევში ვიზიტის ფარგლებში ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ლაიმდოტა სტრაუიუმასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების თემები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო მომავალ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია რიგის სამიტზე სათანადოდ შეფასდეს საქართველოს ძალისხმევა და აღნიშნული სამიტი გახდეს ახალი იმპულსი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისათვის. სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა ამ პროცესებში ლატვიის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობასაც. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ლაიმდოტა სტრაუიუმას და ლატვიის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის მაგალითის გათვალისწინებით, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის ევროპული სახელმწიფოების და დასავლეთის მხარდაჭერა გადამწყვეტია. შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი და საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება ესწრებოდნენ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)