|
2016-04-28 13:28:09, 563 ნახვა
საზოგადოება
2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ემიგრანტთა რაოდენობამ 88,5 ათასი კაცი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 28,5% წარმოადგენს შიდა მიგრანტებს - პირებს, რომლებმაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ფარგლებში შეიცვალეს. შიდა მიგრანტთა 33,6%-ს მამაკაცები წარმოადგენენ, ხოლო 66,4%-ს-ქალები. შიდა მიგრანტთა უმეტესობა ცხოვრობს ქალაქ თბილისში, იმერეთის რეგიონში და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. მოსახლეობის 5,0 პროცენტს შეადგენენ იმიგრანტები - პირები, რომელთაც ოდესმე უცხოვრიათ საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტ ხანს. მათ შორის 51,9% მამაკაცია, ხოლო 48,1%-ქალი. იმიგრანტთა 77,4% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს, ხოლო 22,6%-სასოფლოში. იმიგრანტთა უმეტესობა განაწილებულია ქალაქ თბილისში, იმერეთის რეგიონში და ქვემო ქართლის რეგიონში. აღწერის შედეგების მიხედვით, ემიგრანტთა ყველაზე დიდი ნაწილი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, საბერძნეთში და თურქეთში. რაც შეეხება ემიგრანტებს, ემიგრანტთა რაოდენობამ 88,5 ათასი კაცი შეადგინა. აღწერის მეთოდოლოგიის შესაბამისად, ემიგრანტი წარმოადგენდა 2002 წლის 1 იანვრიდან საქართველოდან უცხო სახელმწიფოში მუდმივად, ან დროებით საცხოვრებლად წასულ პირს, რომლის არყოფნა საქართველოში აღემატებოდა 12 თვეს, ან რომელიც აპირებდა საზღვარგარეთ დარჩნას 12 თვეზე მეტხანს. მოსახლეობის აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. საქსტატის ინფორმაციით, აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82%. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში, მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3724 დასახლება.
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)