|
2016-04-28 13:09:55, 526 ნახვა
პოლიტიკა
კერძო შინამეურნეობებში მუდმივად მცხოვრებთა რიცხვმა საქართველოს მოსახლეობის 99,7% შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, ქვეყანაში 1 109,0 ათასი კერძო შინამეურნეობა აღიწერა. კერძო შინამეურნეობებში მუდმივად მცხოვრებთა რიცხვმა 3 702,1 ათასი კაცი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 99,7% შეადგინა. მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილი ინსტიტუციურ დაწესებულებებში (მაგალითად, პენიტენციურ დაწესებულებაში, ხანდაზმულთა სახლებში, მონასტრებში და სხვა.) ცხოვრობს. კერძო შინამეურნეობათა რაოდენობა 2002 წლის აღწერასთან შედარებით, 10,8%-ითაა შემცირებული. კერძო შინამეურნეობის წევრთა საშუალო რაოდენობა წინა აღწერასთან შდარებით, 0,2 ერთეულით შემცირდა და 3,3 კაცი შეადგინა. კერძო შინამეურნეობების წევრთა საშუალო რაოდენობის მიხედვით, ყველაზე დიდი მაჩვენებელი აღინიშნა აჭარის ა.რ.-ში, ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში. წევრთა საშუალო რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მცირე მაჩვენებელი დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში. ინფორმაციისთვის, შინამეურნეობა არის ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც ექვემდებარება ერთ საცხოვრებელ ერთეულზე ერთობლივი ცხოვრების საერთო წესებს და დაკავშირებულია საერთო ბიუჯეტით, ნათესაური ან/და არანათესაური ურთიერთობებით. შინამეურნეობა შეიძლება შედგებოდეს ერთი პირისგანაც. საქართველოს 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერა საქსტატმა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული 2006-2015 წლების მსოფლიო სასოფლო-სამეურნეო აღწერის პროგრამის შესაბამისად ჩაატარა. მოსახლეობის აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. საქსტატის ინფორმაციით, აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82%. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში, მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3724 დასახლება.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)