|
2016-04-28 12:40:26, 388 ნახვა
პოლიტიკა
კამპანია "ეს შენ გეხება" პარლამენტს 3 საკანონმდებლო პროექტს წარუდგენს
კამპანია „ეს შენ გეხება“, პირადი ცხოვრების უფლების დაცვისთვის უფრო მეტი გარანტიების შესაქმნელად, პარლამენტს 3 საკანონმდებლო პროექტს წარუდგენს. არასამთავრობო სექტორი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ითხოვს, რომელიც სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს შეისწავლის. უფლებადამცველები ასევე საპარლამენტო საზედამხედველო საბჭოს ფორმირებას ითხოვენ, რათა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა განხორციელდეს. მათი განცხადებით, საჭიროა დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა, რომელიც მოსმენების პროცესს გააკონტროლებს. „პირადი ცხოვრების დაცვის თემა არის კომპლექსური საკითხი - პირველი ეს არის ე.წ გასაღების თემის რეგულირება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვტილების შემდეგ ნათელია, რომ ამ საკითხს სჭირდება ახლებური რეგულირება. კამპანია სთავაზობს ხელისუფლებას, ე.წ გასაღები გადაეცეს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც გაუწევს ეფექტურ სერვისს ყველა საგამოძიებო ორგანოს. საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან ნათლად თქვა, რომ არ შეიძლება, გასაღების მექანიზმი ჰქონდეს იმ ორგანოს, რომელსაც აქვს საგამოძიებო ინტერესი ან პროფესიულად დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს პერსონალური ცხოვრების შესახებ. სწორედ ამიტომ, კანონპროექტი, რომელიც მომზადებულია კამპანიის მხრიდან, ასახავს იმ სულისკვეთებას, რომელიც გადმოცემულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ორგანო რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას,იქნება სრულიად დამოუკიდებელი, მას დააკომპლექტებს საქართველოს პარლამენტი, და მისი ანგარიშვალდებულებაც იქნება პარლამენტის წინაშე და მას არანაირი შემხებლობა არ ექნება სამართალდამცავ ორგანოებთან”, - განაცხადა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორნგის ცენტრის წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა. მისივე თქმით, იმისათვის, რომ ეს ორგანო იყოს დამოუკიდებელი, მნიშვნელოვანია მათი დაკომპლექტების წესი და მათი ხელშეუხებლობის გარანტიები. „ყველა ეს საკითხი გათვალისწინებულია კანონპროექტში, დაკომპლექტება მოხდება თანამონაწილეობით და გამჭვირვალე პროცესით, ეს მოხდება პარლამენტში და ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე”, - განაცხადა ვერძეულმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)