|
2016-04-27 17:54:05, 475 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ ვართ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი და ღია ეკონომიკა აქვს
„ჩვენ ვართ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი და ღია ეკონომიკა აქვს“,-განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მშვიდობის ინსტიტუიტში სიტყვით გამოსვლისას. პრემიერის განცხადებით, საქართველო არის ინვესტირების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქვეყანა. "საქართველო არის ინვესტირების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქვეყანა. რეგიონში ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი და ღია ეკონომიკა. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან, ასევე ჩვენს მეზობლებთან. გარდა ამისა, ახლახან ჩვენ წამოვიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, გეგმის ეკონომიკური ბლოკი გულისხმობს ცვლილებებს საგადასახადო სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციას, გადასახადების ადმინისტრირების მეთოდების ძირეულ ცვლილებებს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე კომპანიების აქტივების დაყადაღების პრაქტიკის გაუქმებას, დამწყები ბიზნესების დაფინანსების მექანიზმების დანერგვას. მანვე განათლების სისტემის ძირეულ რეფორმაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სტრატეგიასა და ღია, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფაზე ისაუბრა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)