|
2016-04-27 16:43:59, 596 ნახვა
პოლიტიკა
"კომუნისტური პარტიის რიგები 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ დავტოვე", - მეჭიაური უსუფაშვილს პასუხობს
არ ვიცი ვინ იგულისხმა დავით უსუფაშვილმა. თუ მე მიგულისხმა იცოდეს, რომ კომუნისტური პარტია 9 აპრილის შემდეგ, პროტესტის ნიშნად დავტოვე, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა. დეპუტატის განცხადებით, ეს მტკიცებულება - პარტიის დახეული მანდატი დღემდე შენახული აქვს. „კომუნისტური პარტიის რიგები 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ დავტოვე. ეს მტკიცებულება - დახეული პარტიის მანდატი დღესაც მაქვს შენახული. არ ვიცი ვინ იგულისხმა დავით უსუფაშვილმა. ეს კითხვა მას დაუსვით. თუ მე მიგულისხმა იცოდეს, რომ კომუნისტური პარტია 9 აპრილის შემდეგ, პროტესტის ნიშნად დავტოვე“, - განუცხადა თამაზ მეჭიაურმა „ექსპრესნიუსს“. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გუშინ ბრიუსელში განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში „სამი მცირე“ პრობლემა არსებობს რომელსაც გათვალისწინება სჭირდება. მისი თქმით, ეს პრობლემებია: გეოპოლიტიკური ვითარება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ჯგუფის ვიწრო პოლიტიკური ინტერესები, რომ ვიზალიბერალიზაცია „ნაცმოძრაობის“ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მიებას. უსუფაშვილი მესამე პრობლემად ასახელებს იმას, რომ „ოცნების“ შიგნით არიან არც თუ ნორჩი „ლენინელები“ და „სტალინელები“.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)