|
2016-04-27 14:58:15, 417 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს-გერმანიას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გერმანიაში ვიზიტს განაგრძობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელი ბერლინში რიგით მე-5 ქართულ-გერმანულ სტრატეგიული ფორუმის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. თინა ხიდაშელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რალფ ბრაუკსიპემ გერმანიის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრაზე გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე. თავდაცვის მინისტრმა რალფ ბრაუკსიპეს საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი და ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინები გააცნო. შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის თავდაცვის სამინისტროში ხელი მოვაწერეთ ორმხრივ ხელშეკრულებას საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის შესახებ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ბუნებრივია, ასეთი ხელშეკრულებები ხელს უწყობს უკვე ძალიან წარმატებული ურთიერთობების თვისობრივად კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადაყვანას, კიდევ უფრო ინტენსიურ ურთიერთობებს, უფრო მეტ სწავლებას, უფრო მეტ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის და მთლიანად სახელმწიფოსთვის. ასეთი ვიზიტები ბევრ ქვეყანაში გვექნება სწორედ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად დავაახლოვოთ ჩვენი მოლოდინები - ქართული მხარის და ჩვენი პარტნიორების, ნატოს წევრი ქვეყნების მოლოდინები ვარშავის სამიტიდან, შევთანხმდეთ ერთიან დოკუმენტზე, ერთიან შედეგებზე და ასე ერთობლივად წარვსდგეთ სამიტის წინაშე“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი კონრად ადენაუერის ფონდის გენერალურ მდივანს მიხაელ თილენს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტის მოადგილეს იოჰანეს ზინგჰამერს და მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავდაცვის პოლიტიკურ სპიკერს, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის წევრ რაინერ არნოლდს შეხვდა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)