|
2016-04-27 14:54:30, 517 ნახვა
პოლიტიკა
წიკლაური: ბოლოს ბოტანიკური ბაღი აღა-მაჰმად ხანმა გაანადგურა, ნუ ჩაიდენთ დანაშაულს ქართული კულტურის წინაშე
მთელი მერია ერთი ადამიანის კაპრიზებს და ინტერესებს ემსახურება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა თბილის ბოტანიკური ბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც წიკლაურმა აღნიშნა, თბილისის ბოტანიკური ბაღი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის შექმნაზეც თაობები მუშაობდნენ. მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღი არა თუ გაითავისა, არამედ მიითვისა“. „სოლოლაკის ბაღს აქვს ძალიან დიდი ისტორია. მისი ისტორია ითვლის თითქმის 4 საუკუნეს. სხვადასხვა დროს ამ ბაღს ერქვა სეიდაბადის ბაღი, სამეფო ბაღი, ცოდნის წყარო და მრავალი მეცნიერი, რომელიც ჩამოდიოდა საქართველოში ინტერესდებოდა ამ ბაღით. ეს არის ისტორიული ბაღი ლეღვთახევში, წავკისის წყალზე და იყო პერიოდი, როდესაც მთელი მსოფლიოდან მცენარეები მოჰქონდათ აქ თბილისში, რათა შემდგომ მთელ ამიერკავკასიაში გავრცელებულიყო“, - განაცხადა წიკლაურმა. მისივე თქმით, თბილისის ბოტანიკური ბაღის ოთხი ჰექტარი მერიამ ბიძინა ივანიშვილს მალულად გადასცა და ასევე ”საუბარია 29 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც ივანიშვილმა უნდა მიისაკუთროს”. „ოთხი ჰექტარი თბილისის მერიამ ბიძინა ივანიშვილს მალულად გადასცა. ასევე საუბარია 29 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც ივანიშვილმა უნდა მიისაკუთროს. მთელი მერია ემსახურება ერთი ადამიანის კაპრიზებს და ინტერესებს, მთელი მერია არის დაწყობილი იმისთვის, რომ გააყალბოს დოკუმენტები და მოახერხოს ისე, რომ ის, რაც საქართველოს ეკუთვნის, ერთი ხელის მოსმით, ერთ ადამიანს გადაეცეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო სამარცხვინო ნაბიჯია, რომელიც ხელისუფლებამ შეიძლება გადადგას”, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)