|
2016-04-26 22:25:55, 896 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმში მონაწილეობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბერლინში რიგით მე-5 ქართულ-გერმანულ სტრატეგიულ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება. ფორუმი კონრად ადენაუერის ფონდის გენერალურმა მდივანმა მიხაელ თილენმა გახსნა. მთავარ მომხსენებლებად პანელზე „ნატოს ვარშავის სამიტის წინ: საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზა გეოპოლიტიკური კონკურენციის ფონზე“ თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რალფ ბრაუკსიპე წარსდგნენ. საქართველის თავდაცვის მინისტრმა დამსწრეებს შეახსენა, რომ საქართველომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე ყველაფერი გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველო მაქსიმალურად იყენებს ნატოსთან არსებულ ყველა მექანიზმს, რომელიც ხელს უწყობს ალიანსთან თავსებადობის გაზრდას და ნატოს წევრობისთვის მოსამზადებელ პროცესს. „მაპი საქართველოს დღის წესრიგი არაა, მაპი უკვე საქართველოს წარსულია,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა სიტყვით გამოსვლისას. გერმანიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გერმანიის მთავრობის სახელით, საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას დაჰპირდა. „გამოვიჩინოთ სტრატეგიული მოთმინება და ერთობლივი ძალისხმევა ნატოსკენ მიმავალ გზაზე", - განაცხადა რალფ ბრაუკსიპემ. ქართულ-გერმანულ სტრატეგიული ფორუმი, რომელიც ბერლინში 26-27 აპრილს ტარდება, მაღალი რანგის მთავრობის წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებსა და ექსპერტებს შორის ღია და კრიტიკული ორმხრივი დიალოგის საშუალებას იძლევა. ფორუმის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი კონრად ადენაუერის ფონდის გენერალურ მდივანს მიხაელ თილენს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფონდის ხელმძღვანელს, გერმანიასთან პოლიტიკური დიალოგის ფორმატის ორგანიზებისთვის, მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე ისაუბრეს. თინათინ ხიდაშელმა მიხაელ თილენს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს მოლოდინებს ვარშავის სამიტზე და არსებითი პაკეტის მიმდინარეობას. „ადენაუერის ფონდში საქართველო-გერმანიის სტრატეგიული ფორუმი იმართება. ასეთი ტიპის მასშტაბურ ღონისძიებებზე ჩვენი ამოცანააა, მოვთელოთ ყველა ის იდეა, ტაქტიკა და სტრატეგია, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ, გავცვალოთ არგუმენტები, ვიპოვოთ უფრო მოკლე გზები და გამოსავალი შექმნილი პრობლემებიდან. ფორუმში გერმანიის თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბუნდესტაგის წარმომადგენლები მონაწილეობენ. საკმაოდ კარგად არის წარმოდგენილი საქართველოც. ვფიქრობ, ამ ორდღიანი დისკუსიების შედეგად მოვახერხებთ, შევჯერდეთ ერთიან მესიჯებზე, ტაქტიკაზე, რომლითაც ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებისთვის ერთობლივად ვიმოქმედებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭრა, ამიტომ, ყველანი ერთად, მთელი საქართველოს ხელისუფლება, მზად ვართ, ბოლომდე მოვისმინოთ, ბოლომდე ვიკამათოთ მათთან იმისთვის, რომ მივიდეთ საერთო ნიშნულებამდე, რომლითაც გავაგრძელებთ შემდეგ ამ პროცესს“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. კონრად ადენაუერის ფონდი მაისის ბოლოს დაგეგმილი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ერთ-ერთი პარტნიორია. ფონდის წარმომადგენლები კონფერენციაზე მსოფლიო წესრიგის შესახებ გამართულ პანელში მიიღებენ მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტის მოადგილესთან იოჰანეს ზინგჰამერთან და მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავდაცვის პოლიტიკურ სპიკერთან, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის წევრ რაინერ არნოლდთან.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)