|
2016-04-26 20:28:47, 482 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის დასაწყისში ჯოზეფ ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი გახდა. „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმით დაამტკიცა ევროატლანტიკური კურსის ერთგულება. შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვისა და უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე და შემდგომ ნაბიჯებზე. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღინიშნა, რომ მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის შესაძლო ჩატარება. ლიდერებმა საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები განიხილეს, ასევე რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის განმტკიცების პროცესში თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები. მხარეებმა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და გლობალური უსაფრთხოების თემები. ხაზი გაესვა საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში და ქართველი ხალხის სიმამაცეს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში. გაფართებული ფორმატის შეხვედრას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა საუბარი პირისპირ ფორმატში გააგრძელეს. შეხვედრის დასასრულს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ საქართველოს უსაფრთხოებისა და სამომავლო განვითარებისთვის.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)