|
2016-04-25 20:31:02, 465 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა ევროპარლამენტის წარმომადგენლებს მიმართა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი აქტიურად დაუჭირონ
25-26 აპრილს ქ. ბრიუსელში მიმდინარეობს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა. მასში საქართველოს მხრიდან მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის წევრები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. სხდომის ფარგლებში განიხილება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხები. 25 აპრილის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, რომელმაც ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ მიმართულებებზე. კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმდინარე პროცესს, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს და ხაზი გაუსვა პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობას. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი ამჟამად განიხილება ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში, დავით ზალკალიანმა მიმართა ევროპარლამენტის წარმომადგენლებს აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებასა და დააჩქარონ შესაბამისი პროცედურები. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ევროპარლამენტის წევრებმა სრული მხარდაჭერა აღუთქვეს ქართულ მხარეს ევროპარლამენტში საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხზე განხილვების დროულად დასრულებასთან დაკავშირებით.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)