|
2016-04-25 18:39:10, 462 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ ხაბაძემ ნიკოლაევის მერი აჭარაში მოიწვია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთვრობის დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ნიკოლაევის მერს ალექსანდრ სენკევიჩს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესწრებოდნენ, არსებული ურთიერთობების გაღრმავებასა და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. არჩილ ხაბაძის განცხადებით დღეს უკვე მომწიფდა გარემოება, რომ განახლდეს ორ რეგიონს შორის 1995 წელს ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. „მეგობრობენ ჩვენი ხალხები, მეგობრობს ჩვენი რეგიონები, ჩვენი ქალაქები. მე მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ძველი ურთიერთთანამშრომლობა. ამიტომაც გიწვევთ ჩვენთან, საქართველოში. იმედია გამონახავთ დროს და აჭარაში, ბათუმში გვეწვევით. ჩვენ განვაახლებთ 1995 წლის შეთანხმებას და მოვაწერთ ხელს მემორანდუმს. ვფიქრობ გვაქვს პერსპექტივა და შესაძლებლობები. ბათუმსა და ნიკოლაევს შორის თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს და აუცილებელია გამოვიყენოთ. ქართველებს უყვართ უკრაინა და ჩვენ ერთად უნდა განვახორციელოთ ბევრი საქმე, ერთად უნდა მოვახდინოთ ჩვენი შესაძლებლობების რეალიზება. "-განაცხადა არჩილ ხაბაძემ. ნიკოლაევის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა თავისმხრივ განაცხადა, რომ აუცილებელია აღდგეს ურთიერთთანამშრომლობა „შავი ზღვის კლუბის" ფარგლებში. „აუცილებელია აღდგეს „შავი ზღვის კლუბის " ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობა. საჭიროა ახალი პროექტის დაწყება, მათ შორის საზღვაო ტურიზმის ფარგლებში. უნდა მოხერხდეს შავი ზღვის კლუბის წევრი ქალაქების შეხვედრა და ქაღალდზე დაწერილი პრაქტიკულად განვახორციელოთ. ადამიანებს უკვე სურვილის გარდა გააჩნიათ შესაძლებლობა იმოგზაურონ საზღვაო ტრანსპორტით. მით უმეტეს თუ ერთი მარშრუტი სხვადასხვა ქვეყნების, სხვადასხვა კულტურების გაცნობის საშუალებას იძლევა „ - განაცხადა ალექსანდრე სენკევიცმა. ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორს ვადიმ მერიკოვს და საოლქო საბჭოს თავმჯდომარეს ვიქტორია მოსკალენკოს. ხვალ ნიკოლაევისა და ბათუმის საზღვაო პორტებს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ასევე გაიმართება ბიზნეს ფორუმი "ნიკოლაევი-ბათუმი" , რომლის დროსაც ქართველ და უკრაინელ ბიზნესმენთა В2В შეხვედრები შედგება.
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)