|
2016-04-25 18:36:51, 547 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიაში ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
თბილისის არქიტექტურის სამსახურმა „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილების პროექტის საჯარო განხილვა მოაწყო. მერიის ინფორმაციით, ცვლილებათა პროექტის მომზადებას წინ უძღვოდა თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის წევრების მიერ „თბილისის ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესების“ რევიზია. ცვლილებათა პროექტით, გამკაცრებულია განაშენიანების კოეფიციენტის გადამეტების წესი, რაც თბილისში მრავალბინიან საცხოვრებელი სახლების მომრავლების მიზეზად სახელდება. ეს პრაქტიკა დასაშვები იქნება მხოლოდ განვითარების განსაკუთრებული მიზეზების არსებობისას, რაც დაკავშირებული იქნება მაღალ საზოგადოებრივ ან სახელმწიფოებრივ საჭიროებებთან. ამასთან, დაზუსტდება გადამეტებისთვის აუცილებელი ტერიტორიის კვლევის წესი და გადამეტების მიზანშეწონილობის დასაბუთება. ცვლილებების შედეგად გამოსწორდება მოქმედი ნორმები, რომელიც ორაზროვანი შინაარსის შედეგად მშენებლობისგან პრაქტიკულად დაუცველს ტოვებდა სარეკრეაციო და გამწვანებული ტერიტორიების. პროექტის მიხედვით, გამწვანებულ ტერიტორიებზე უნდა გავრცელდეს სარეკრეაციო ზონის მოთხოვნები და რეჟიმები, და არ უნდა დაიშვას მშენებლობები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი სხვა ფუნქციურ ზონებშია (მათ შორის საცხოვრებელ და საქმიან ზონაში) მოქცეული. ცვლილებების მიხედვით, ასევე შემოღებული იქნება შენობების გარე იერსახის რეგულირების წესები; დაზუსტდება ავტო-პარკირების მოწყობის ვალდებულების საკითხები. „ თბილისის ტერიტორიის გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესები“ თბილისისთვის ადგენს სამშენებლო პირობებს, რომლებიც მიღებულია 2009 წელს დედაქალაქის გენერალურ გეგმასთან ერთად და მას შემდეგ არ შეცვლილა. კონსულტაციების შემდეგ, პროექტი განსახილველად თბილისის საკრებულოში გადაიგზავნება.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)