19:39 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 14:28:37, 565 ნახვა

საზოგადოება
კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ეწვია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით და ორგანიზებით, საზოგადოებრივ ცენტრებში ცნობილი ადამიანების ვიზიტები გრძელდება.

ამჯერად ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრს ეწვია.

შეხვედრის პირველი ნაწილი გარემოს დაცვას, ეკოლოგიას, სამოქალაქო პასუხისმგებლობას და მოხალისეობრივ საქმიანობის მნიშვნელობაზე საუბარს დაეთმო, ხოლო მეორე ნაწილში გოგა ჩანადირმა ფოტოხელოვნების მინიმალური სტანდარტები გააცნო შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებს. შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ფოტოხელოვანს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები ადგილობრივი ახალგაზრდული ცხოვრებისა და ინტერესების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით საზოგადოებრივ ცენტრებში ცნობილი ადამიანების ვიზიტები მომავალშიც გაგრძელდება და სხვადასხვა სოფლების მოსახლეობას ექნება მსგავს შეხვედრებში მონაწილეობის მიღების საშუალება.

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური დახმარებით ხორციელდება. ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics