|
2015-02-21 14:01:39, 902 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებზე ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება
აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებზე ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, აჭარაში „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, თუმცა მისივე თქმით, სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის. „რაც ხდება აჭარაში ეს ძალიან მარტივი ასახსნელია. ეს არის პირდაპირ, სამწუხაროდ ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. ისინი გაურიგდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მაგრამ რაც მთავარაია, არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება იქ, სიტუაცია არის კონტროლის ქვეშ. ის, რომ ორმა, სამმა დეპუტატმა მოღალატეობრივად დატოვა ჩვენი გუნდი და გაურიგდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს არის მათი არჩევანი, მაგრამ ჩვენ ამაზე გვექნება ძალიან მკაცრი რეაგირება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)