|
2016-04-24 10:22:43, 3357 ნახვა
კულტურა
დღეს ეროს რამაზოტის კონცერტი გაიმართება
დღეს, 20:00 საათზე, სპორტის სასახლეში მსოფლიოში ცნობილი მომღერლის ეროს რამაზოტის კონცერტი გაიმართება. როგორც „ექსპრესნიუსს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, იტალიელი ვარსკვლავი პირველად ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ტურით „The Perfetto World Tour" წარდგება. კონცერტზე შესრულდება ჰიტები ალბომიდან „Pერფეტტო” - აღნიშნული კრებული, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია. ეროს რამაზოტი შეასრულებს ყველასათვის საყვარელ და ცნობილ სიმღერებს, მათ შორის: „Terra Promessa“, „Più Che Puoi“, „Cose Della Vita“, „Più Bella Cosa“, „Adesso Tu“, „Se Bastasse Una Bella Canzone კონცერტზე მისული მაყურებელი გრანდიოზულ შოუს იხილავს; ეროს რამაზოტის შოუ 3-D ანიმაციით გაიხსნება და სცენა მთლიანად აგებული იქნება უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგიებით. ცნობისთვის, ეროს რამაზოტის შოუს ხელმძღვანელობს ლუკა ტომასინი, რომელსაც არაერთხელ უთანამშრომლია მსოფლიოს უსმხვილეს საპროდიუსერო კომპანიებთან, ასევე ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორც არის მადონა. ტურის პროდიუსერია მაურიციო სალვადორი „თრიდენტ Mუსიც“, მხარდამჭერები: „თრენტინო“ ,“ღადიო Iტალია”; ოფიციალური გადამზიდი - „Mერიდიანა“. კონცერტის მხარდამჭერია იტალიის საელჩო საქართველოში; მომღერლის განცხადებით, მას არასოდეს უმღერია საქართველოში და იმედი აქვს, რომ ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი კონცერტი საქართველოში. „არასდროს მიმღერია საქართველოში! სიამოვნებით წარმოვადგენთ გრანდიოზულ შოუს დედაქალაქში და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მსმენელმა ისიამოვნოს. იმედი მაქვს, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი კონცერტი თბილისში“,-აღნიშნა მომღერალმა. ეროს რამაზოტი ჯგუფის წევრებთან ერთად არაჩვეულებრივად ახერხებს კლასიკური რეპერტუარის შერწყმას თანამედროვე მუსიკასთან. მისი ბენდი დაკომპლექტებულია ნიჭიერი მუსიკოსებით მთელი მსოფლიოდან; მათ შორის არიან: ლუკა სკარპა (პიანინო), ჯოვანი ბოსკარიოლი (კლავიში), ჯორჯო სეკო (გიტარა), თომას პრიჯენი (დასარტყამი ინსტრუმენტი), პაოლო კოსტა (ბასი), ჯო ლედერი (საქსოფონი), კრისტიან პესკოტა (პრესკუსია), მონიკა ჰილი და რობერტა მონტანარი (ბექ-ვოკალისტები) და ლეგენდარული გიტარისტი ფილ პალმერი, რომელიც სხვადასხვა დროს ბობ დილანთან, ფრენკ ზაპასთან და რობი უილიამსთან თანამშრომლობდა. ეროს რამაზოტის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის “Check in Georgia” ფარგლებში იმართება. პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia” მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, გაიზრდება მისი როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა და საერთაშორისო იმიჯი.
პატრიარქობის კანდიდატის, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის ხედვები
„საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
5 საერთაშორისო მედიაორგანიზაცია ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სხვა ვალუტაში მილიონ ლარზე ნაკლები თანხის სესხს ვერ აიღებს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)