|
2016-04-23 11:33:25, 434 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: 25 წლის წინ საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა, ახლა იწყება სვლა თავისუფლებისაკენ
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტერალიეს სასახლეში საზეიმო მიღებაზე საქართველოს დელეგაციის წევრებიც იმყოფებოდნენ, ასევე საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საფრანგეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები. ინტერალიეს სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში ეკა სირაძე- დელონმა მიმართეს. ,,25 წლის წინ საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა, დამოუკიდებელი საბჭოთა კავშირისგან, მაგრამ ახლა იწყება სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. ჩვენ განვსაზღვრეთ ჩვენს მომავალ მიზნად დამოუკიდებლობის თავისუფლებისკენ სვლა და 2016 წელი გამოვაცხადეთ ევროპული სახელმწიფოს წლად. ჩვენ გავხდით დამოუკიდებელი, მაგრამ თავისუფალი სწორედ მაშინ გახდება საქართველო, როცა თავის ბუნებრივ იდენტობას განხორციელების და ბუნებრივად შექმნის ევროპულ სახელმწიფოს",- აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა. მისი განცხადებით, ასეთი სახელმწიფოს შექმნა, გულისხმობს იმას, რომ ის ბუნებრივი ევროპულობა, რომელიც გააჩნია ქართველს და ქართულ კულტურას უნდა გადავიტანოთ ადეკვატურ პოლიტიკურ ინსტიტუტებში, ადეკვატურ პოლიტიკურ მოწყობაში, სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისეთ ფორმაში, როგორიც ევროპაშია. საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებულმა ანსამბლმა ,,სულოკომ" კონცერტი გამართა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)