|
2016-04-22 16:03:11, 402 ნახვა
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საარჩევნო სისტემის ცვლელებებზე ვერ შეთანხმდნენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის საკონსტიტუციო პროექტის განხილვა დებატების ფონზე წარიმართა. საპარლამენტო ოპოზიციას კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი აქვს ალტერნატიული პროექტი, რომლის მიხედვითაც ცვლილებები წელსვე უნდა განხორციელდეს. როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, “ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება “არსებული მახინჯი საარჩევნო სისტემის შეცვლა“ იყო, რაც კოალიციას წინასაარჩევნო პროგრამაში ეწერა. ცვლილებებს ითხოვენ "თავისუფალი დემოკრატებიც", რომლებიც მმართველ გუნდში მყოფ პოლიტიკოსებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წარსულში გაკეთებულ განცხადებებს ახსენებენ. ოპოზიციის შეფასებები კატეგორიულად არ გაიზიარეს კომიტეტის წევრმა მაჟორიტარებმა: გიორგი კახიანმა, ზაქარია ქუცნაშვილმა და გედევან ფოფხაძემ. მმართველ გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2020 წლისთვის მხარს უჭერს, თუმცა უმრავლესობაში არიან დეპუტატები, რომლებიც მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას არ იზიარებს. საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრის მიერ წარდგენილი პროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს. ამასთან, პარლამენტის დღის წესრიგში ასევე ოპოზიციის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებები დგას, რაც 2016 წლის არჩევნებისთვის 75 პარტიული სიით - პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)