|
2016-04-22 15:16:01, 660 ნახვა
პოლიტიკა
„მაიძულებდნენ მურუსიძე ეთერში მომეწვია“, - რამიშვილი „იმედის“ ხელმძღვანელობას ზეწოლაში ადანაშაულებს
ჟურნალისტი შალვა რამიშვილი ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობას ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც შალვა რამიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ტელეიმედს“ ჰყავს ფიქტიური მმართველი გიორგი ბახტაძე და ფაქტობრივი მმართველი ირაკლი რუხაძე. „იმედიდან“ ინგა გრიგოლიას წავლის შემდეგ, მას სოლიდარობა არ გამოვუცხადე და ეს ვიწვნიე საბოლოოდ. ამის შემდეგ, მე და თეონა გოგელიამ წავიყვანეთ ტოქ-შოუ, რომლის ქუდი, სტუდიის დიზაინი და კონცეფცია ჩემი გახლდათ. 2015 წლის დეკემბერში დამიკავშირდა გიორგი ბახტაძე და მთხოვა, ეთერში მოგვწევია მოსამართლე ლევან მურუსიძე და რამოდენიმე მოქმედი მოსამართლე, რომლებიც მას დაუსვამდნენ შეკითხვას. მე ამაზე არ დავეთანხმე. შემდეგ შედგა „ვაიბერ“ მიმოწერა, რომელშიც ჩანს, როგორ ახორციელებს ბახტაძე ჩემზე ზეწოლას, როგორ ვიცავ მე თავს, როგორ არ მინდა მურუსიძისა და ცნობილი მოსამართლეების მოწვევა“, - აღნიშნა რამიშვილმა. მისივე თქმით, ბახტაძეს სთავაზობდა სხვადასხვა ვარიანტებს, მაგრამ მან მისცა მოსამართლეების სია, რომელიც გადაცემაში უნდა მიეწვია. „მებუნება, რომ ისინი უნდა მოვიწვიო. უარის შემდეგ მირეკავს და გარანტიას მაძლევს, რომ გადაცემა საინტერესო გამოვიდოდა. თუმცა, საშინლად წარიმართა ეთერი, რის გამოც საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო. ყველამ დაინახა, რომ ეს იყო სპექტაკლი, ეს ვიცოდით მხოლოდ მე და ბახტაძემ“, - განაცხადა რამიშვილმა და დასძინა, რომ ჰქონდა კომუნიკაცია ბახტაძესთან, არჩევნების წინ გარკვეულ პოზიციებთან დაკავშირებით. რამიშვილის თქმით, ბახტაძისგან გაიგო, რომ ეს იყო ტელევიზიის რეალური მმართველის, რუხაძის დავალება. როგორც რამიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამ ამბების შემდეგ დაუკავშირდა ბახტაძე და უთხრა, მისი მაკომპრომეტირებელი მასალები აქვს. „ამის შემდეგ მიკავშირდება ბახტაძე და მეუბნება, რომ მას აქვს მაკოპრომეტირებელი ჩანაწერი თათია სამხარაძის სექსუალურ ძალადობაზე და თუ მე მშვიდად და წყნარად არ გავეცლები ტელევიზიას, ეს აიტვირთება სადღაც და წავა პროკურატურაში. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ გამიკეთებია არასასიამოვნო, ბევრი ცოდვა ჩამიდენია, მაგრამ მე არ ვარ მოძალადე. ეს არ არის სიმართლე, სინამდვილეში ეს იყო ანგარიშსწორება, მე რუხაძის პოლიტიკური ინტერესს არ ვემხმრობი“, - განაცხადა რამიშვილმა. ამასთან, შალვა რამიშვილი და მისი ადვოკატი გაგი მოსიაშვილი პროკურატურაში გიორგი ბახტაძის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებენ. გაგი მოსიაშვილის თქმით, ეს „ვაიბერ“ მიმოწერა შეიძლება, განხილული იყოს, როგორც ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და პირადი ცხოვრების ხელყოფა, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)