|
2016-04-22 12:56:28, 750 ნახვა
ეკონომიკა
ყაზახეთის ტურისტულ გამოფენაზე რეგიონის წარდგენის შემდეგ ასტანაში „აჭარის დღე“ გაიმართება
ყაზახეთის ტურისტულ გამოფენაზე KITF-2016 აჭარის საზღვაო კურორტები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ცენტრალური აზიის ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე 20-22 აპრილს წარადგინა. დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდში წარმოდგენილი აჭარის სტენდი გამოფენაზე ვიზიტორებისა და ტუროპერატორების განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა. გამოფენის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა ავია კომპანიებისა და მსხვილი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან. მიმდინარე წელს აჭარის მიმართ ყაზახეთში განსაკუთრებული ინტერესია. ბათუმის მიმართულებით ზაფხულის სეზონზე ყაზახეთიდან სამი ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს, მათ შორის ავიაკომპანია Skybus ყაზახეთის რვა ქალაქიდან, SCAT და Southern sky. გასულ წელს, რეგიონში ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 3,5 პროცენტით იყო გაზრდილი. მიმდინარე წელს, კი დეპარტამენტმა რეგიონში ყაზახი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიური პიარ და მარკეტინგული კამპანიები დაიწყო. გარე რეკლამა - აჭარის სარეკლამო ბილბორდები და ლაითბოქსები ყაზახეთის 7 მსხვილ ქალაქში 130-მდე ადგილზეა განთავსებული. 25 აპრილს კი ასტანაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „აჭარის დღე“-ს უმასპინძლებს, სადაც მედიის, ტურ სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ქართულ ფოლკლორს, სამზარეულოსა და აჭარის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან. მაისსა და ივნისში, კი რეგიონში ყაზახი ტურ-ოპერატორების ინფო ტურებია დაგეგმილი, რომლებიც აჭარის მიმართულებით ტურისტული პაკეტების შემუშავებაზე იზრუნებენ.
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)