|
2015-02-21 12:02:04, 888 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიდი ბრიტანეთში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, გოჩა რატიანმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიაში მაღალი დონის სტრატეგიული მმართველობის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. სხდომის მონაწილეებითვის სიტყვით მიმართვისას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მასპინძელ მხარეს საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიებს შორის თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გოჩა რატიანმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მნიშვნელობასა და უწყების სამომავლო პრიორიტეტებზეც გაამახვილა. ამასთან, სტრატეგიული მმართველობის პროგრამის ფარგლებში, 28 ქვეყნის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებთან ერთად, გოჩა რატიანმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში სტრატეგიული მართველობის შესახებ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა. მათ მმართველობის თეორიებსა და პარადიგმებზე, სტრატეგიულ განვითარებაზე, საერთაშორისო სამართლის საკითხებზე, ანგარიშვალდებულებასა და დემოკრატიული მმართველობის საკითხებზეც იმსჯელეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)