12:39 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 10:39:11, 513 ნახვა

საზოგადოება
პროექტი „გოგონათა კლუბი“ რეგიონებშიც გრძელდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით, მესტიის 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდ გოგონებთან ტრენინგ-შეხვედრა ჩატარდა.

მესტიაში პროექტი "გოგონათა კლუბი“ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ბავშვთა უფლებათა კონვენციას, მიიღეს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესახებ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია არასრულწლოვანთა ქორწინებისა და განათლების უფლებებმა.  შეხვედრა მესტიის მიხეილ ხერგიანის #2 საჯარო სკოლაში გაიმართა.

ანალოგიური ტრენინგები ჩატარდა სამეგრელოს რეგიონის რამდენიმე სოფელშიც.  ჭალადიდის, ორსანტიასა და რუხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოისმინეს  პიროვნული განვითარების, კარიერული წინსვლის, სამოქალაქო აქტივიზმის, პრობლემების იდენტიფიცირებისა და ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ ლექციები. ტრენინგები საზოგადოებრივ ცენტრებსა და სკოლაში მიმდინარეობდა.

პროექტი „გოგონათა კლუბი" მეორე წელია იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მედიაციის სახლში მიმდინარეობს. მისი მიზანია გოგონებში ცხოვრებისათვის საჭირო  უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მომავალში დაეხმარება მათ  ჯანსაღ, ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. პროგრამა მოიცავს ტრენინგებს და ასევე, შეხვედრებს წარმატებულ ქალბატონებთან.  თბილისის მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. სისტემატურად იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
პოლიციამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics