|
2016-04-21 16:26:39, 497 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: რუსეთის უკანონო ქმედებები გამოწვევის წინაშე მთელ რეგიონს აყენებს
„საქართველო-რუსეთს შორის პრაგმატული პოლიტიკის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებისთვის მხოლოდ საქართველოს მცდელობა საკმარისი არ არის. ამასთან, პრემიერის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გეგმა რეფერნდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, არამხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტს შეუშლის ხელს, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონს კიდევ უფრო უარყოფით პირობებს შეუქმნის. „პრაგმატული პოლიტიკის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-რუსეთ შორის ურთიერთობისათვის. ეს პოლიტიკა მოიცავს სავაჭრო, სატრანსპორტო , ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში ურთიერთობების აღდგენას. თუმცა ჩვენი მცდელობა რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებისთვის და ნორმალიზებისთვის არ არის საკმარისი, თუ არ მოხდა ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და პატივისცემა. ჩვენ ასევე გვაღელვებს ის ფაქტორი, რომ ცხინვალის, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გეგმა რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციაში შესვლის საკითხს. ამგვარი უკანონო მოვლენები რასაკვირველია არამხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას შეუშლის ხელს, არამედ შეიძლება ისედაც მოწყვლად სამხრეთ კავკასიის რეგიონს კიდევ უფრო უარყოფითი გამოწვევი შეუქმნას. უსაფრთხოება და გაძლიერება არის პრიორიტეტი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)