|
2016-04-21 12:49:07, 556 ნახვა
პოლიტიკა
ხურჩაში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული 12 პირი გაათავისუფლეს
ხურჩაში დაკავებული პირები უკვე გათავისუფლდნენ, - ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. როგორც სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, 12 პირი ხურჩაში გუშინ საღამოს დააკავეს. დღეს დილით კი ისინი უკვე გათავისუფლეს. „გიდასტურებთ, რომ ხურჩაში დაკავებულები უკვე გათავისუფლებულები არიან. დაკავების მიზეზებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. ეს ინფორმაცია ჩვენამდე ცხელი ხაზის მეშვეობით მოვიდა, შესაბამისად დაკავებულები დღეს დილას გათავისუფლდნენ“, - განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. ცნობისთვის, 12 პირი რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელში გუშინ დააკავეს. დაკავებულებს შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც. გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე შემოვლითი გზებით ცდილობდნენ გადასვლას. ისინი გალის ე.წ. იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)