|
2015-02-21 00:40:16, 508 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: ივანიშვილი უკვე ქვეყნის პრობლემაა
"ბიძინა ივანიშვილი არის უკვე ქვეყნის პრობლემა, ის ქვეყანას წარსულში „ქაჩავს“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა. ალასანიას თქმით, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად ასულდგმულებს. „თუკი მიხეილ სააკაშვილს ვინმე ასულდგმულებს, თუკი ვინმე მას ხდის რელევანტურს და აქტუალურს ეს არის ბიძინა ივანიშვილი. სააკაშვილი არის წარსული. თუ მას რამე კრიმინალური დანაშაული აქვს, კეთილი ინებოს და დაუდასტუროს პროკურატურამ. თუ არა აქვს საერთოდ დავივიწყოთ. ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ. ივანიშვილი ასულდგმულებს სააკაშვილს პოლიტიკურად იმიტომ, რომ მას ეს აწყობს. ერთიც და მეორეც წარსულის ადამაინები არიან ჩემთვის“,-განაცხადა ალასანიამ. ამასთან, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, მისდამი ბიძინა ივანიშვილის უნდობლობა გაუგებარი იყო. „გაუგებარი იყო, ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის პირველივე დღეებიდან მისი უნდობლობა, მისი აგრესია, რომელიც წამოიშვა ჩემ და "თავისუფალი დემოკრატების" მიმართ. გახსოვთ, მაშინ მიზეზი მოგვდო, რომ მისგან ფარულად ვაპირებდით საპრეზიდენტო კამპანიის ჩატარებას. ეს რა სისულელეა! როგორ შეიძლება ვიღაცამ ვიღაცისგან ფარულად კამპანია, თან საპრეზიდენტო ჩაატაროს ქვეყანაში?! ამაზე ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა. გარკვეულწილად მან აღიარა, რომ გადაცდომებს ჰქონდა ადგილი. ასევე ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა, როცა ის დაუკრეფავში გადავიდა და დაიწყო სხვადასხვა ასე ვთქვათ, ინსინუაციები პრესასთან ერთად ჩემ პირად ცხოვრებაზე. ამაზეც ზალია სერიოზული საუბარი გქონდა და მერ პრაქტიკულად პასუხები მივიღე ყველაფერზე. სიმართლე გითხრათ, მე არც მქონია მასთან საუბრის სურვილი. ბოლო შეხვედრა შედგა, როცა ჩვენ დავტოვეთ კოალიცია",-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)