|
2016-04-20 18:54:32, 499 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგით საქართველო არაერთ ევროპულ ქვეყანას უსწრებს წინ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“ რეიტინგში საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას უსწრებს წინ. როგორც კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველომ 2012 წლის შემდეგ 36 საფეხურით გააუმჯობესა გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგი. „ამ რეიტინგით საქართველო არაერთ ევროპულ ქვეყანას უსწრებს, 64-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის, მაგრამ ეს არის ის, რითაც არ შეიძლება, ვიყოთ კმაყოფილი. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ადამიანის უფლების დაცვის , კანონის უზენაესობის და ევროპული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით, სწორედ ამიტომ ვართ აქ და ვიხილავთ 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმას, რათა საქართველო ვაქციოთ ჭეშმარიტ ევროპულ ქვეყნად, სადაც იქნება უმაღლესი ხარისხი ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მხრივ“, - აღნიშნა პრემიერმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)