|
2016-04-20 12:36:57, 727 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო „საარჩევნო სიების სრულყოფის" პროექტზე ინტენსიურად მუშაობს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო „საარჩევნო სიების სრულყოფის" პროექტის ფარგლებში მონაცემთა ბაზების ანალიზის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების შემცირების მიზნით ინტენსიურად მუშაობს. სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე პრაქტიკული სამუშაოები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. კერძოდ, მიმდინარეობს: გარდაცვლილ და არასრულწლოვან პირთა ფოტოსურათების შედარება საარჩევნო უფლების მქონე ყველა პირის სურათთან, რაც მონაცემთა ბაზაში სავარაუდო გაორებების აღმოფხვრას ისახავს მიზნად; გარდაცვალების ისეთი ფაქტების გამოვლენა, რომლებიც არ არის რეგისტრირებული სააგენტოს მიერ; უსურათო და უხარისხო სურათების მქონე მონაცემების მაქსიმალურად შემცირება; მოქალაქის სქესის აღმნიშვნელ გრაფაში შეუსაბამობის გასწორება და ბაზაში კონკრეტული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემზე მიბმული ფოტოსურათების გასწორება; საკონსულო სამსახურების მიერ გაცემული უსურათო დოკუმენტებისთვის ფოტოსურათების მოძიება (თუ ისინი არ მოიპოვება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში) და მონაცემთა ბაზაში დაფიქსირება; იურიდიულად ძალადაკარგული დოკუმენტების მქონე და რეგისტრაციიდან მოხსნილი პირებისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც აღნიშნული სეგმენტისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ დამზადებას გულისხმობს. „საარჩევნო სიების სრულყოფის" პროექტი გასული წლის 20 ოქტომბრიდან ამოქმედდა და 2016 წლის 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო „საარჩევნო სიების სრულყოფის" პროექტის ფარგლებში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამუშაოების ანგარიშს პერიოდულად წარმოადგენს. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, ცესკოს წელიწადში 4-ჯერ მიაწოდოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა მონაცემები გადაცემის დღისათვის არსებული მდგომარეობით. აღნიშნული მონაცემები ცესკოს წელს პირველად თებერვალში გადაეცა. სერვისების განვითარების სააგენტო მაისის თვეში კომისიას განახლებულ მონაცემებს კიდევ ერთხელ გადასცემს. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, ცესკოს, მოთხოვნის შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებამდე არაუგვიანეს 11 დღით ადრე მიაწოდოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა მონაცემები გადაცემის დღისათვის არსებული მდგომარეობით.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)