|
2016-04-19 11:12:05, 913 ნახვა
სამხედრო
საქართველოს ლიტველი სამხედრო ექსპერტები ეწვივნენ
ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დამკვირვებელ-შემფასებელთათვის გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოში ლიტველი სამხედრო ექსპერტები ჩამოვიდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლიტველ სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და ლიტვის ელჩი საქართველოში გედრუს პოჯუნასი დახვდნენ. აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე, ცენტრის ხელმძღვანელი ნატოს მხრიდან, ვიცე-პოლკოვნიკი ოლე ქრისტიან ემაუსი და ლიტვის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი დანიუს კატილიუსი. უცხოელ სტუმრებს მინისტრის მოადგილე მიესალმა და მათ წარმატებული ვიზიტი უსურვა. „ლიტვიდან სამხედრო თვითმფრინავის ჩამოფრენა - ეს არის სწორედ ნათელი დადასტურება მეტი ნატო საქართველოში. ლიტველმა თვითმფრინავმა ჩამოგვიყვანა სამი ლიტველი მრჩეველი, რომელიც ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ერთი კვირის განმავლობაში დაეხმარება. ასევე, სპეციალური სამხედრო ტვირთი ჩამოიტანა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ლიტვის ხელისუფლებას და მის სამხედრო ძალებს,“ - აღნიშნა დავით ებრალიძემ. სამი დღის განმავლობაში ლიტველი სამხედრო ექსპერტები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ქართველ დამკვირვებელ-შემფასებლებს გამოცდილებას გაუზიარებენ, თუ როგორ უნდა წარმართონ ტრენინგები და განახორციელონ სამხედრო სწავლების შეფასება. ტრენინგის დროს მიღებული გამოცდილება ქართულ მხარეს მაისში წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დაგეგმილ სწავლებაში გამოადგებათ. „მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვაქვს ჩვენ ქართველ მეგობრებს გამოცდილება გავუზიაროთ. ქართულ მხარეს წვრთნებისთვის დახმარებაც გავუწიეთ. მნიშვნელოვანია, რომ ლიტვა ჩართულია უელსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში. ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი ამ ინიციატივის ერთ-ერთი მიმართულებაა. ასე რომ, ნამდვილად გახარებული ვარ ქართველი მეგობრების დახმარებით,“ - განაცხადა ლიტვის ელჩმა საქართველოში გედრუს პოჯუნასმა. ლიტველმა ექსპერტებმა საქართველოში საველე პირობებში წვრთნების დროს საჭირო „მშრალი კვების“ (Meals Ready to Eat) ყუთებიც ჩამოიტანეს, რაც ლიტვა-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაშია გაწერილი.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)