|
2016-04-18 14:03:37, 472 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Westwood International Advisors-ის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დადებით საინვესტიციო გარემოს, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას და მიმდინარე რეფორმებს. Westwood International Advisors-ის წარმომადგენლების მხრიდან ხაზი გაესვა პროგრესს, რასაც ქვეყანამ მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიზნით, ღია და გამჭვირვალე საინვესტიციო გარემოსა და დადებითი ბიზნესკლიმატის ჩამოყალიბების კუთხით მიაღწია. საუბარი შეეხო საპენსიო რეფორმის საკითხებს. „ოთხდღიანმა ვიზიტმა მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეგო რა არის ქართველი ხალხის მოტივაცია არსებული პროგრესის მისაღწევად. ქართული გარემო არის ღირშესანიშნავი და მოვუწოდებთ ყველას, რათა ჩამოვიდეს საქართველოში. იმედი მაქვს ისევ ვეწვევით საქართველოს, რათა უკეთ გავეცნოთ იმ პროგრესს, რაც გაქვთ მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და ღია ბაზრის კუთხით“, - აღნიშნა Westwood International Advisors-ის უფროსმა მენეჯერმა პატრიცია პერეზ კოუტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრო.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)