|
2016-04-18 12:25:28, 597 ნახვა
პოლიტიკა
ჩხიკვაძე ვიზალიბერალიზაციაზე: ქართული დიპლომატიის მუშაობაზეა დამოკიდებული, ჩაიდება თუ არა სავიზო რეჟიმის აღდგენის პუნქტი
ქართული დიპლომატიის მუშაობაზეა დამოკიდებული ჩაიდება თუ არა ეს პუნქტი ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, - ასე ეხმაურება ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე გერმანული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა შესაძლოა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ახალი პუნქტი ჩაამატოს, რაც სავიზო რეჟიმის აღდგენას გულისხმობს. როგორც ვანო ჩხიკვაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ჯერ გერმანული მედიით გავრცელებული ინფორმაცია უნდა დადასტურდეს. კონკრეტულად საუბარი ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. „გერმანული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმციას მეც ახლახანს გავეცანი. ეს საკითხი ჯერ-ჯერობით დეტალურად არ შემისწავლია. აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტულის თქმა გამიჭირდება. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები - რამდენად შეძლებს საქართველოს ხელისუფლება დაარწმუნოს ევროკავშირი, რომ ამ პუნქტის ჩადება საჭირო არ არის. რა თქმა უნდა ახლა ქართული დიპლომატიის მუშაობაზეა დამოკიდებული ჩაიდება თუ არა ეს პუნქტი ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. თუ პროცესი დიდად არ დაზიანდება, მაშინ შეიძლება ამ პუნქტის ჩადება. ეს მოალაპარაკების საგანია. ამ შემთხვევაში გერმანიის და საფრნგეთის მხარესთან. თუმცა გერმანული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მაინც უნდა გადამოწმდეს. ამ თემაზე კონკრეტულად საუბარი მისი დადასტურების შემდეგ შეგვეძლება“, - განუცხადა ვანო ჩხიკვაძემ „ექსპრესნიუსს“. ცნობისთვის, გერმნაული გამოცემა Die Welt am Sonntag დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის, უკრაინისთვის თურქეთისთვის და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებაში შესაძლოა, ახალი პუნქტი ჩაამატოს, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საჭიროების შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის აღდგენის უფლებას მისცემს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, დამატებით პუნქტთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრებს საბოლოო გადაწყვეტიელბა მიღებული ჯერ არ აქვთ და ამ საკითხის განხილვა 21 აპრილს ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იგეგმება.
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)