|
2016-04-17 19:13:03, 994 ნახვა
საზოგადოება
"აუდიტორია 115" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აუდიტორია 115 პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საერთო გადაწყვეტილებით, აუდიტორია #115 მე-6 კორპუსს დატოვებს მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. "16 აპრილს აუდიტორია 115 გამაგრდა უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, პრემიერ მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით. გიორგი კვირიკაშვილი ეწვია აუდიტორია#115-ს. სტუდენტებმა დავაყენეთ ჩვენი ძირითადი მოთხოვნები: 1. განათლების ძირეული რეფორმის საკითხი, რაც ეხება ფუნდამენტური მეცნიერებების წინ წამოწევას, გარე რეფერირების პრინიციპის დანარგვას, დაფინანსების გაზრდას და სხვა საკითხებს. 3 ოდეერების გამოვლენას და მათ მიერ უნივერსიტეტების დატოვებას. 4 აკადემიური საბჭოსა და რექტორის არჩევის წესის დემოკრატიზაციას საკანონმდებლო დონეზე. საერთო გადაწყვეტილებით აუდიტორია #115 მე-6 კორპუსს დატოვებს მას შემდეგ, რაც პრემიერ მინისტრი გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით",-ნათქვამია აუდიტორია 115-ის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)