|
2015-02-20 16:09:22, 634 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს პროკოპის პავლოპულოსს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „გულითადად გილოცავთ გამარჯვებას საბერძნეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საბერძნეთის რესპუბლიკასთან მეგობრული ურთიერთობის განვითარებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენს ერებს შორის არსებული ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება. ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ გულითად მადლიერებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ თქვენი უცვლელი მხარდაჭერისათვის. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა. გისურვებთ წარმატებას საბერძნეთის რესპუბლიკის მოსახლეობის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის მოღვაწეობაში“, -ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)