|
2016-04-17 18:59:43, 487 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის თარიღზე: ცალ-ცალკე პრემიერს და პრეზიდენტს ამ საკითხის გადაწყვეტა არ შეუძლიათ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საარჩევნო თარიღის ადრე გამოცხადებას მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ 5 თვიანი წინასაარჩევნო კამპანიის შემთხვევაში, გარკვეული პრობლემები შეიქმნება. კერძოდ, უსუფაშვილის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში სპეციალური რეგულაციების გათვალისწინება მოუწევს მედიასაც და ბიუჯეტიდანაც ზედმეტი თანხა დაიხარჯება. "მე მივესალმე საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ერთობლივ გადაწყვეტილებას საარჩევნო დღის რაც შეიძლება ადრე გამოცხადების თაობაზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი ამ საკითხზე ერთობლივად ჩამოყალიბდებიან, იმიტომ, რომ ცალ-ცალკე არც ერთს და არც მეორეს ამ საკითხის გადაწყვეტა მოქმედი კონსტიტუციით, არ შეუძლიათ, საჭიროა, ისინი შეთანხმდნენ. არჩევნების დღე რომ გამოცხადებულია, პოლიტიკურად ეს კარგია, სამართლებრივ საკითხებს მემგონი, პრემიერი და პრეზიდენტი თავად გაუმკლავდებიან ისე, როგორეც მაქსიმალიურად უკეთესი იქნება ქვეყნისთვის",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)