|
2016-04-16 21:29:14, 430 ნახვა
პოლიტიკა
ლატვია სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს
„საქართველოს უვიზო მიმოსვლისთვის ყველა კრიტერიუმი შესრულებული აქვს. ახალი პირობების წამოყენება საქართველოსთვის არასწორი იქნება“ - აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან საუბრისას. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები მინისტრებს შორის გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. მინისტრების შეხვედრა სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში შედგა. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ედგარს რინკევიჩს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში ლატვიის მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტსა და სამიტისთვის მზადების პროცესზე ისაუბრეს. „თავდაცვის მინისტრთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. მიმდინარე საკითხების გარდა, განვიხილეთ ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტი და ვიზალიბერალიზაცის თემა. ლატვია სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესს და გადაწყვეტილებას, რომელიც ევროპის პარლამენტმა და საბჭომ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღონ. მჯერა, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა და ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია გვქონდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მხარდასაჭერ გზავნილებს. ჩემი აზრით, პირველ რიგში უნდა მოხდეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარება და მეორე, უელსის სამიტთან შედარებით, ვარშავის სამიტზე უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. საჭიროა, რომ ალიანსსა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაიზარდოს,“ - განაცხადა ედგარს რინკევიჩმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)